SEARCH
You are in browse mode. You must login to use MEMORY

   Log in to start

level: 142

Questions and Answers List

level questions: 142

QuestionAnswer
ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა 142-ე მუხლი. რა არის ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი?ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა
რაში გამოიხატება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვეა ობიექტური მხრივ?მოქმედებაში ან უმოქმედობაში, მძიმე შედეგის დადომაში (ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
როგორი შემადგენლობის დანაშაულსია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა?მატერიალური შემადგენლობის დანაშაული. კერძოდ, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა.
რომელი ნორმა იმარჯვებს ზოგადი და კერძო ნორმის კონკურენციის დროსკერძო.
რა ნიშანია აუცილებელი განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარისთვის? (142)თანასწორუფლებიანობის დარღვევას ადგილი უნდა ჰქონდეს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის მიმართ
რა შემთხვევაში არ წარმოადგენს პირის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დანაშაულს?როდესაც იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
რა უნდა იყოს სახეზე სსკ 142-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასჯადობისათვის?1. ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც არღვევს ადამიანის თანასწორუფლებიანობას და 2. შედეგი - ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა. ცხადია აუცილებელია ამ ორს შორის მიზეზობირივი კავშირი.
რაში შეიძლება გამოიხატოს ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა?როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანში.
ვინ არის განსახილველი დანაშუალის ამსრულებელი?ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე ისე მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელი.
სუბიექტური მხრივ, აქვს თუ არა ამ დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა?არა
რა შეიძლება იყოს მოტივი?ანგარება, შურისძიება, სიძულვილი
რა შეიძლება იყოს მიზანი?სამაგიეროს მიზღვევა, საკუთარი უპრატესობის დამტკიცება და სხვ.
ეს დანაშაულის ბრალის ფორმის მიხედვით არის...განზრახი. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
აქვს თუ არა სსკ 142-ე მუხლის შემადგენლობას ადგილი მაშინ, როდესაც პირი თავისი დაუდევრობით ფაქტობრივად არსებითად არღვევს ადამიანის თანასწორუფლებიანობას?არა
142-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, როგორია სუბიექტი?სპეციალური სუბიექტი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ასევე კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
ასევე დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ამ შედეგის მიმართ როგორი განზრახვა შეიძლება არსებობდეს?როგორც გაუფრთხილებლობა, ისე განზრახვა.