SEARCH
You are in browse mode. You must login to use MEMORY

   Log in to start

level: 142 (1)

Questions and Answers List

level questions: 142 (1)

QuestionAnswer
რასობრივი დისკრიმინაცია (142 1), ამ დანაშაულის სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია...სხვადასხვა ერისა და რასის წარმომადგენლთა თავისუფლება და თანასწორობა, ასევე სხვადსხვა კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენელთა თანასწორობა.
რა არის რასობრივი დისკრიმინაციის დამატებითი დაცვის ობიექტი?სხვა პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა
რაში გამოიხატება ობიექტური მხრივ რასობრივი დისკრიმინაცია?1. ისეთ ქმედებაში, რომელიც ჩადენილია ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით (ფორმალური) 2. ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვაში (ნაწილობრივ მატერიალური) 3. ადამიანისათვის უპირატესობის დაწესებაშუ, რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით (ნაწილობრივ მატერიალური).
როდისაა სახეზე ადამიანის უფლებების პირდაპირი შეზღუდვა?როცა გამოდის ისეთი კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რითაც ამა თუ იმ ერის, რასისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით პირს ეკრძალება დაიკავოს თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში.
როდისაა სახეზე ადამიანის უფლების არაპირდაპირი შეზღუდვა?როცა რომელიმე ეროვნული, რასობრივი თუ სხვა ნიშნის მიხედვით პირდაპირ და აშკარად პირი არ იზღუდება, მაგრამ სხვა გარემოებების მომიზეზებით არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელოს თავისი უფლება.
როგორი სახით შეიძება მოხდეს ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება?როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ.
2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე სახეზე იყო ამ დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა. ცვლილებების შემდეგ, იგი ნაწილობრივ მატერიალური დანაშაული გახდა. რაში გამოიხატება ეს??საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება დასჯად ქმედებად ითვლება მაშინ, თუ მან არსებითად ხელყო პირის უფლება.
როგორ შეიძება მოცემული დანაშაულის ჩადენაროგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით
ვინ შეიძლება იყოს ამ დანაშაულის ამსრულებელი?14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.
სუბიექტური მხრივ, აქვს თუ არა მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვენლობა?მოტივს არა. მიზანს კი. კერძოდ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის, ან განხეთქლების ჩამოგდების მიზანი, ანდა ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზანი.
როგორია მოცემული დანაშაულის ბრალის ფორმის მიხედვით?განზრახი. მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ძლადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა), როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება?დანაშაულთა ერთობლიობით - სსკ 142(1) II ა და 117
როგორ უნდადაკვალიფიცირდეს ქმედება მაშინ, როდესაც რასობრივი დისკრიმინაციის ამსრულებელი განზრახ სჩადის მკვლელობას ან ჯანმრთელობას განზრახ მძიმედ უზიანებს სხვა პირს?დანაშაულთა ერთობლიობით.