SEARCH
You are in browse mode. You must login to use MEMORY

   Log in to start

level: 144 (1)

Questions and Answers List

level questions: 144 (1)

QuestionAnswer
რა ტიპის უფლებაა ადამიანის დაცვა წამებისაგანაბსოლუტური
რა არის წამებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი?ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. (ძირითადი ობიექტი) საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებული ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგვარი საიდუმლოების (ინფორმაციის) დაცვასთან, ასევე ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, ეროვნების თუ სხვა ნიშნის მიხედვით. (დამატებითი ობიექტი)
რაში გამოიხატება წამების ობიექტური მხარე?1. ქმებაში (მოქმედება/უმოქმედობა); 2. შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა); 3. მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
როგორი შემადგენლობისაა მოცემული დანაშაული?მატერიალური
ვინ შეიძლება იყოს წამების მსხვერპლი?როგორც ის პირი, ვისგანაც დამნაშავე ცდილობდა ინფორმციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღებას, ასევე მისი ნათსავი ან მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირი.
რამდენი სახით შეიძლება გამოვლინდეს წამება ობიექტური მხრივ?ორგვარად. ა. მყისიერი ქმედებით; ბ.დროში გაწელილი ქმედებით.
პირობების შექმნაგარეგნულად არააგრესიული ქმედება
მოპყრობააქტიური და აგრესიული ქმედება.
როდის გვაძლევს პირობების შექმნა ან მოპყრობა წამების ობიექტურ მხარეს?მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათით, ან ინტენსივობით ანდა ხანგრძლივობით და სწორედ ამგვარი თვისების გამო იწვევს მძიმე შედეგს (ძლიერი ფიიზკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ან მორალური ტანჯვა).
რა იგულისხმება ქმედების ხასიათში?ისეთი შემთხვევა, როცა ეს ქმედება ერთჯერადად ჩადენის შემთხვევაშიც, როგორც წესი, იწვევს 144 (1) მუხლში მითითებული შედეგებიდან ერთ-ერთს. ეს ქმედება შეიძლება არ გამოირჩიოდეს დიდი ინტენსივობით ან ხანგრძლივობით, მაგრამ ისეთი ხასიათისაა, რომ დაზარალებულში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა, ე.ი. შიშით მიღებულმა ფსიქიკურმა ტკივილმა დიიდ ხანი შეაწუხოს.
რა იგულისხმება ქმეების ინტენსივობაში?ძალადობის ხარისხი და მისი უწყვეტობა.
რა იგულისხმება ქმედების ხანგრძლივობაში?როცა თავად ქმედება ცალკე აღებული არც ხასიათითაა გამორჩეული და არც ინტენსივობით, მაგრამ იგი გრძელდება იმდენად ხანგრძლივად, რომ იწვევს განსახილველ ნორმაში მითითებულ რომელიმე შედეგს.
რას ნიშნავს ფიზიკური ტანჯვა?ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილით გამოწვეულ წუხილს.
აქვს თუ არა მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა?მოტივს არა. მიზანს კი, მიზნით დაფუძნებული დელიქტი. (მიაღწევს თუ არა მიზანს არა აქვს მნიშვნელობა).
როგორი დანაშაულის წამება ბრალის ფორმის მიხედვით?განზრახი. მისი ჩადენა შეიძლება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.