SEARCH
You are in browse mode. You must login to use MEMORY

   Log in to start

142


🇬🇧
In English
Created:


Public


0 / 5  (0 ratings)



» To start learning, click login

1 / 25

[Front]


ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა 142-ე მუხლი. რა არის ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი?
[Back]


ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა

Practice Known Questions

Stay up to date with your due questions

Complete 5 questions to enable practice

Exams

Exam: Test your skills

Test your skills in exam mode

Learn New Questions

Dynamic Modes

SmartIntelligent mix of all modes
CustomUse settings to weight dynamic modes

Manual Mode [BETA]

The course owner has not enabled manual mode
Specific modes

Learn with flashcards
Complete the sentence
Listening & SpellingSpelling: Type what you hear
multiple choiceMultiple choice mode
SpeakingAnswer with voice
Speaking & ListeningPractice pronunciation
TypingTyping only mode

142 - Leaderboard

0 users have completed this course. Be the first!

No users have played this course yet, be the first


142 - Details

Levels:

Questions:

63 questions
🇬🇧🇬🇧
Რაში გამოიხატება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვეა ობიექტური მხრივ?
Მოქმედებაში ან უმოქმედობაში, მძიმე შედეგის დადომაში (ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
Როგორი შემადგენლობის დანაშაულსია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა?
Მატერიალური შემადგენლობის დანაშაული. კერძოდ, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა.
Რა ნიშანია აუცილებელი განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარისთვის? (142)
Თანასწორუფლებიანობის დარღვევას ადგილი უნდა ჰქონდეს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის მიმართ
Რა უნდა იყოს სახეზე სსკ 142-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასჯადობისათვის?
1. ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც არღვევს ადამიანის თანასწორუფლებიანობას და 2. შედეგი - ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა. ცხადია აუცილებელია ამ ორს შორის მიზეზობირივი კავშირი.
Ვინ არის განსახილველი დანაშუალის ამსრულებელი?
Ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე ისე მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელი.
Რა შეიძლება იყოს მოტივი?
Ანგარება, შურისძიება, სიძულვილი
Რა შეიძლება იყოს მიზანი?
Სამაგიეროს მიზღვევა, საკუთარი უპრატესობის დამტკიცება და სხვ.
Ეს დანაშაულის ბრალის ფორმის მიხედვით არის...
Განზრახი. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
142-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, როგორია სუბიექტი?
Სპეციალური სუბიექტი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ასევე კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
Რასობრივი დისკრიმინაცია (142 1), ამ დანაშაულის სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია...
Სხვადასხვა ერისა და რასის წარმომადგენლთა თავისუფლება და თანასწორობა, ასევე სხვადსხვა კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენელთა თანასწორობა.
Რაში გამოიხატება ობიექტური მხრივ რასობრივი დისკრიმინაცია?
1. ისეთ ქმედებაში, რომელიც ჩადენილია ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით (ფორმალური) 2. ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვაში (ნაწილობრივ მატერიალური) 3. ადამიანისათვის უპირატესობის დაწესებაშუ, რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით (ნაწილობრივ მატერიალური).
Როდისაა სახეზე ადამიანის უფლებების პირდაპირი შეზღუდვა?
Როცა გამოდის ისეთი კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რითაც ამა თუ იმ ერის, რასისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით პირს ეკრძალება დაიკავოს თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში.
Როდისაა სახეზე ადამიანის უფლების არაპირდაპირი შეზღუდვა?
Როცა რომელიმე ეროვნული, რასობრივი თუ სხვა ნიშნის მიხედვით პირდაპირ და აშკარად პირი არ იზღუდება, მაგრამ სხვა გარემოებების მომიზეზებით არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელოს თავისი უფლება.
2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე სახეზე იყო ამ დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა. ცვლილებების შემდეგ, იგი ნაწილობრივ მატერიალური დანაშაული გახდა. რაში გამოიხატება ეს??
Საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება დასჯად ქმედებად ითვლება მაშინ, თუ მან არსებითად ხელყო პირის უფლება.
Როგორ შეიძება მოცემული დანაშაულის ჩადენა
Როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით
Ვინ შეიძლება იყოს ამ დანაშაულის ამსრულებელი?
14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.
Სუბიექტური მხრივ, აქვს თუ არა მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვენლობა?
Მოტივს არა. მიზანს კი. კერძოდ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის, ან განხეთქლების ჩამოგდების მიზანი, ანდა ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზანი.
Როგორია მოცემული დანაშაულის ბრალის ფორმის მიხედვით?
Განზრახი. მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით.
Რა არის წამებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი?
Ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. (ძირითადი ობიექტი) საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებული ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგვარი საიდუმლოების (ინფორმაციის) დაცვასთან, ასევე ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, ეროვნების თუ სხვა ნიშნის მიხედვით. (დამატებითი ობიექტი)
Რაში გამოიხატება წამების ობიექტური მხარე?
1. ქმებაში (მოქმედება/უმოქმედობა); 2. შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა); 3. მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
Ვინ შეიძლება იყოს წამების მსხვერპლი?
Როგორც ის პირი, ვისგანაც დამნაშავე ცდილობდა ინფორმციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღებას, ასევე მისი ნათსავი ან მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირი.
Რამდენი სახით შეიძლება გამოვლინდეს წამება ობიექტური მხრივ?
Ორგვარად. ა. მყისიერი ქმედებით; ბ.დროში გაწელილი ქმედებით.
Პირობების შექმნა
Გარეგნულად არააგრესიული ქმედება
Მოპყრობა
Აქტიური და აგრესიული ქმედება.
Როდის გვაძლევს პირობების შექმნა ან მოპყრობა წამების ობიექტურ მხარეს?
Მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათით, ან ინტენსივობით ანდა ხანგრძლივობით და სწორედ ამგვარი თვისების გამო იწვევს მძიმე შედეგს (ძლიერი ფიიზკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ან მორალური ტანჯვა).
Რა იგულისხმება ქმედების ხასიათში?
Ისეთი შემთხვევა, როცა ეს ქმედება ერთჯერადად ჩადენის შემთხვევაშიც, როგორც წესი, იწვევს 144 (1) მუხლში მითითებული შედეგებიდან ერთ-ერთს. ეს ქმედება შეიძლება არ გამოირჩიოდეს დიდი ინტენსივობით ან ხანგრძლივობით, მაგრამ ისეთი ხასიათისაა, რომ დაზარალებულში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა, ე.ი. შიშით მიღებულმა ფსიქიკურმა ტკივილმა დიიდ ხანი შეაწუხოს.
Რა იგულისხმება ქმეების ინტენსივობაში?
Ძალადობის ხარისხი და მისი უწყვეტობა.
Რა იგულისხმება ქმედების ხანგრძლივობაში?
Როცა თავად ქმედება ცალკე აღებული არც ხასიათითაა გამორჩეული და არც ინტენსივობით, მაგრამ იგი გრძელდება იმდენად ხანგრძლივად, რომ იწვევს განსახილველ ნორმაში მითითებულ რომელიმე შედეგს.
Რას ნიშნავს ფიზიკური ტანჯვა?
Ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილით გამოწვეულ წუხილს.
Აქვს თუ არა მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა?
Მოტივს არა. მიზანს კი, მიზნით დაფუძნებული დელიქტი. (მიაღწევს თუ არა მიზანს არა აქვს მნიშვნელობა).
Როგორი დანაშაულის წამება ბრალის ფორმის მიხედვით?
Განზრახი. მისი ჩადენა შეიძლება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.
Რა არის დანაშაულის - წამების მუქარა - სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი?
Ძირითადი ობიექტი: ადამიანის ფსიქიკკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დამატებითი ობიექტი: ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგგვარი საიდუმლოს დაცვასთან.
Როდის არის წამების მუქარა დასჯადი?
Თუკი იგი რეალური და იმწუთიერია
Როგორი სახის დელიქტია წამების მუქარა?
Კონკრეტული საფრთხის დელიქტი
Აქვს თუ არა მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა?
Მოტივს არა, მიზანს კი (გამიზვნითი დელიქტი).
Რა არის წამების მუქარის მიზანი:
Იგივე, რაც წამების, კერძოდ, ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა მისი დასჯა.
Რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან წამების მუქარა და მუქარა?
Როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური შემადგენლობებით.
Რა არის დანაშაულის - დამამცირებელი ან არაადამანიანური მოპყრობა - სს-ვი დაცვის ობიექტი?
Ძირითადი: ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. დამატებითი: ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის თუ სხვა ნიშნის მიხედვით.
Რაში გამოიხარება დანაშაულის ობიექტური მხარე?
1. ქმედებაში 2. შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა) 3. მიზეზობრივი კავშირი ქმეებასა და დამდგარ შედეგს შორის.
Რას ნიშნავს იძულება?
Ადამიანზე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რაც მიმართულია იქითკენ, რომ მან შასრულოს ან რ შეასრულოს მოქმედება ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
Როგორია ეს დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით?
Განზრახი. (მისი ჩადენა შეიძლება, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით).
Ვინ არის ამ დანაშაულის ამსრულებელი?
Სამართალდამცავი ორგანოს მოხელე.
Რაში გამოიხატება ამ დანაშაულის ობიექტური მხარე?
Ქმედებაში (უკანონო დაკავება/უკანონო დაპატიმრება).